1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია

ევროპულმა კომისიამ შეწყვიტა არსებობა 1999 წელს. იგი დაფუძნდა თავდაპირველი ევროპული კონვენციის შესაბამისად და იღებდა საჩივრებს, რომლებშიც დაზარალებულები ჩიოდნენ მათ უფლებათა დარღვევის თაობაზე. მოქმედებდა რა „ფილტრის“ როლში, კომისია არჩევდა დაშვების შესაძლებლობის საკითხებს. მიუხედავად ამისა, კომისია ასევე გამოხატავდა საკუთარ შეხედულებას საქმესთან დაკავშირებით. გამოქვეყნების მიუხედავად, ეს შეხედულებები სასამართლოებისთვის არ იყო სავალდებულო. საკუთარი აზრის გამოხატვისა და მეგობრული გადაწყვეტილების მიღებაში წარუმატებლობის შემდეგ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა საქმე ევროპის სასამართლოს თუ, როგორც ალტერნატივა, გადაუგზავნოს იგი მინისტრთა კომიტეტს. კომისიას ჯერ კიდევ შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა იმ საქმეებზე, რომლებიც გადაწყვეტილი იყო 2001 წლამდე. 2001 წლის შემდეგ საქმეები გადაწყვეტილია კონვენციის უკვე ახალი დებულებების მიხედვით (შესწორებულია მე-11 ოქმის საფუძველზე) და კომისიას მათზე ხელი აღარ მიუწვდება.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9