1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია

ევროპისგან განსხვავებით, ამერიკის სახელმწიფოებს აქვთ მხოლოდ ერთი დიდი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა დაცვას – ეს არის ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. წინამდებარე თავში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგისა და განხორციელების მიმდინარეობა ამ ორგანიზაციის ორგანოებში. ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია დაარსდა 1948 წელს ამერიკულ სახელმწიფოთა მეცხრე კონფერენციაზე ბოგოტაში (კოლუმბია). პან-ამერიკული ორგანიზაციები დასაბამს იღებს 1890 წლის ამერიკულ რესპუბლიკათა საერთაშორისო კავშირიდან. ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ამერიკის კონტინენტის ნებისმიერი სახელმწიფო. ამჟამად ორგანიზაციაში შედის ოცდათხუთმეტი წევრი სახელმწიფო, რომელთაგან ოცდახუთს რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია. მიუხედავად იმისა, რომ კუბა ამ ორგანიზაციის წევრია, იგი, პოლიტიკური მოსაზრებით, 1962 წლიდან ჩამოაშორეს აქტიურ მონაწილეობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, რომელიც ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრია, ჯერაც არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. ბოგოტის კონფერენციაზე ასევე მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია. ეს იყო დიდი მიღწევა, ვინაიდან აღნიშნულმა დოკუმენტმა შვიდი თვით გაუსწრო საყოველთაო დეკლარაციას და ორ წელიწადზე მეტით – ევროპულ კონვენციას. მიუხედავად ამისა, დეკლარაციას ზურგს არ უმაგრებდა არავითარი სააღსრულებო მექანიზმი. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგმა ოფიციალური სახე მოგვიანებით მიიღო, რაც გამომდინარეობდა ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული კომისიის სამუშაოდან. მას ასევე წინ უსწრებდა 1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო. ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი უახლესი ტრანსნაციონალური დეკლარაციის მიღების მიუხედავად, ადამიანის უფლებები არ წარმოადგენდნენ მისთვის პრიორიტეტს. ამჟამად ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ძალიან რთული სისტემა, რომელიც მუშაობს დიპლომატიური, კვაზი-სასამართლო და სასამართლო პროცესების საფუძველზე. მიუხედავად ამისა ორგანიზაციის მოქმედების მასშტაბი ძნელად შეედრება ევროპის საბჭოს წარმატებას. ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის დამაარსებელი დოკუმენტი ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, რომლებიც მოცემულია პრეამბულასა და სხვდასხვა მუხლში. მიუხედავად ამისა, უფლებები არც განსაზღვრულია და არც ჩამოწერილი. აუცილებელია მათი შემდგომი დახვეწა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9