1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკული კონვენცია

ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციას ხელი მოეწერა 1969 წელს სან ხოსეში (კოსტა რიკა). აქედან გამომდინარე, მას ზოგჯერ სან ხოსეს პაქტსაც უწოდებენ. მიუხედავად ამისა, კონვენცია ძალაში შევიდა მხოლოდ 1978 წლის ივლისში, რატიფიცირების მეთერთმეტე დოკუმენტის მიღების შემდეგ. კონვენციის მიზნები მოცემულია პრეამბულაში: „სახელმწიფოებს სურთ ამ ნახევარსეფროში კონსოლიდება დემოკრატიულ დაწესებულებათა ჩარჩოში, პირადი თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის სისტემაში, რაც დაეფუძნება ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემას“. კონვენცია ზღუდავს საკუთარ თავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დეტალური ჩამონათვალით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები მოცემულია მხოლოდ ერთ მუხლში (მუხლი 26), რაც უკავშირდება ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ქარტიას, როგორც ეს შესწორებულია ბუენოს აირესის ოქმით. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წელს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ მიიღო დამატებითი ოქმი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა სფეროში (სან სალვადორის ოქმი – განხილულია ქვემოთ). თვით კონვენცია ადგენს მექანიზმს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებების დაცვისას ამერიკის ყველა სახელმწიფოში. ამერიკულ კომისიას მინიჭებული აქვს სხვადასხვა ფუნქცია და უფლებამოსილება, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის დეტალურ სისტემას. მიუხედავად ამისა, პროცედურა დამატებითია კომისიის ადრე არსებული კომპეტენციისადმი, რაც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საჩივრების მიღებით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9