1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არსებობის უფლება

ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რა თქმა უნდა, არსებობის უფლებაა (იხილეთ მე-13 თავი). მკვიდრი მოსახლეობის ბევრ ჯგუფს წარსულში ისე ეპყრობოდნენ, რომ დღეს ამდაგვარი მოპყრობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განსჯადი საქმე იქნებოდა. იმპერიათა წარმოშობის პერიოდში გენოციდის ხასიათის ქმედებები არ ისჯებოდა, რადგან არ არსებობდა სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალი. მართალია, დღეს მკვიდრი ხალხების უფლება ფიზიკურ არსებობაზე გაპროტესტებას არ ექვემდებარება, მაგრამ მათი კულტურული ტრადიციების უწყვეტი განვითარება პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის კომენტატორთა ნაწილი ამტკიცებს, რომ საჭიროა კულტურული გენოციდის აღიარება (მაგ. დანი), მით უმეტეს, რომ გენოციდის შესახებ კონვენციის ადრეული პროექტები შეიცავდა დებულებას კულტურულ გენოციდთან დაკავშირებით: ეს იყო ჯგუფის დამახასიათებელ თავისებურებათა სასტიკი განადგურება. მაგრამ ამ დებულების კონვენციაში შეტანას აშშ-მ და საფრანგეთმა არ დაუჭირეს მხარი. ამიტომ კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ გენოციდს, ხოლო კულტურული გენოციდის საკითხი ისევ მეცნიერთა მსჯელობის საგანია.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9