1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის თავისუფლება და უსაფრთხოება

თავისუფლების უფლებებში განსაკუთრებული არაფერია. ადამიანის თავისუფლების უფლება ინგლისის კანონმდებლობაში ჩადებულ იქნა 1215 წელს „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მეშვეობით, თუმცა ეს ეხებოდა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს (ფეოდალ არისტოკრატებს). „თავისუფლების დიდი ქარტია“ გვეუბნება, რომ არ შეიძლება არც ერთი თავისუფალი ადამიანის დაკავება, დაპატიმრება, კანონგარეშედ გამოცხადება ან გადასახლება, თუ ეს არ ხდება მსაჯულთა მიერ მოცემული შემთხვევისათვის გამოტანილი კანონიერი განაჩენის ან ქვეყნის კანონმდებლობის სხვაგვარი გათვალისწინების საფუძველზე. ინგლისში ამას მოჰყვა 1688 წლის „ადამიანის უფლებათა ბილი“ და 1640 და 1679 წლების აქტები, რომლებიც შეეხება „დაკავების კანონიერების დადგენის მიზნით დაკავებულთა სასამართლოსადმი წარდგენის თაობაზე სასამართლოს ბრძანებას“ („Habeas Corpus Acts“). თავისუფლების ცნება ჩნდება, აგრეთვე, 1320 წელს „არბროტის დეკლარაციაში“ (შოტლანდია) და 1789 წელს საფრანგეთის დეკლარაციაში ადამიანის უფლებათა შესახებ. ორივე შემთხვევაში თავისუფლება გულისხმობს ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილის თავისუფლებას. Habeas corpus-ი ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების განუყოფელი ნაწილია. ზოგადად, საერთაშორისო დოკუმენტები არ კრძალავს თავისუფლების აღკვეთას, ისინი უფრო შემოიფარგლებიან საპროცესო გარანტიებისა და მინიმალური სტანდარტების დაწესებით მათთვის, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ გააფართოვა ადამიანთა ბევრი უფლება. თუმცა მის საბოლოო ვარიანტში წარმოდგენილია თავისუფლების უფლების „მოკლე და პროგრამული ვერსია“ (Niemi-Kiesilainen, J., გვ. 210). ადამიანის უფლებათა თანამედროვე ცნების შემუშავება სამომავლო დოკუმენტების ვალია. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მიხედვით ნათელია, რომ თავისუფლების აღკვეთა კანონიერია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ხდება კანონით განსაზღვრული პროცედურების საფუძველზე ან მის შესაბამისად. თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკავების საფუძველი კანონიერია, ხოლო დაკავების შემდგომი პროცედურაც ასევე კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ამ თავის დარჩენილ ნაწილში ყურადღება გამახვილდება ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე. განხილვა იწარმოებს ორი მიმართულებით: გარემოებები, რომლებშიც შესაძლებელია პირისათ ვის თავისუფლების აღკვეთა, და მეორე, პროცედურები, რომლებიც უნდა განხორციელდეს პატიმრობის დაკანონების მიზნით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9