1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლო ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ორგანოს იდეა პირველად განხილულ იქნა 1948 წლის ამერიკულ სახელმწიფოთა ბოგოტის საერთაშორისო კონფენერციაზე (ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. Ser. L/V/II.14). განსხვავებული აზრის მიუხედავად, კონვენციაში შეტანილ იქნა კომპეტენტურ სასამართლოსთან დაკავშირებული დებულებები. სასამართლო არის „ავტონომიური სასამართლო დაწესებულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის გამოყენება და ინტერპრეტაცია (მუხლი 1, სასამართლოს წესდება).
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9