1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკათაშორისი კომისია

ჩამოყალიბდა 1959 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე საკონსულტაციო შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციის საფუძველზე (OEA/ Ser.C/I I .5). ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ კომისიის სტატუსი დაამტკიცა 1960, ხოლო იმავე წელს, ოდნავ მოგვიანებით, ჩატარდა პირველი არჩევნები. როგორც ჩანს, კომისიის როლი მდგომარეობდა ზოგადი ინტერესების სხვადასხვა თემებზე კვლევის ჩატარებაში, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო ადამინის უფლებათა შემდგომ განვითარებასთან. მიუხედავად ამისა, მან სულ მალე მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული უამრავი საჩივარი. ვინაიდან მას არ ჰქონდა მათი გამოძიების უფლება, კომისიამ დაიწყო ამ საჩივრების ჩანაწერების გაკეთება, რითაც შეადგინა ადამიანის უფლებათა სერიოზული, სისტემატური დარღვევების ისტორია. აღნიშნული დარღვევები მოითხოვდა სათანადო რეაგირებას. იყო იმედი იმისა, რომ ამ ანგარიშების გამოქვეყნება და მათი გენერალური ასამბლეის სამსჯავროზე გატანა პოლიტიკურ და მორალურ ზეწოლას მოახდენდა შესაბამის სახელმწიფოზე. სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ ხდებოდა. 1962 წელმა მოიტანა კომისიის სტატუსის პირველი ოფიციალური ცვლილებები (საგარეო საქმეთა მინისტრების მერვე საკონსულტაციო შეხვედრა პუნტაში - ურუგვაი), თუმცა 1965 წლამდე არაფერი მომხდარა. 1967 წლის ბუენოს-აირესის ოქმმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ამერიკული კომისიის სტატუსი აამაღლა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ძირითად ორგანომდე.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9