1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბელემ დო პარას კონვენცია

ამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების, დასჯის და მისი აღმოფხვრის შესახებ , 1994 - კონვენცია მიღებულ იქნა იძულებითი გაუჩინარების შესახებ კონვენციასთან ერთად, თუმცა იგი უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ძალაში 1995 წელს შევიდა. ეს შეიძლება გასაკვირიც იყოს, ვინაიდან ძალადობრივი გაუჩინარების ფაქტები შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენდა ლათინურ ამერიკაში მაშინ, როცა ქალებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გაცილებით ხანგრძლივი და მტკივნეული აღმოჩნდა. კონვენცია წარმოადგენს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ადრე არსებული დეკლარაციისა და სხვადასხვა რეგიონული და საერთაშორისი დოკუმენტების გაერთიანებას. აშკარაა, რომ „ძალადობა ქალების მიმართ ვრცელდება საზოგადოების ყველა სექტორში მიუხედავად კლასის, რასის ან ეთნიკური კუთვნილებისა, შემოსავლის, კულტურის, განათლების დონის, ასაკისა თუ რელიგიისა“ (პრეამბულა). აკრძალულია ფიზიკური, სექსუალური და ფსიოლოგიური ძალადობა ქალების მიმართ, რაც განსაკუთრებით ეხება ძალადობას ოჯახში (მუხლი 2). მიუხედავად ამისა, კონვენციაში მოცემულია მთელი რიგი ქალთა უფლებებისა – სიცოცხლის, თავისუფლების, ხელშეუხებლობის, სამართლიანი სასამართლოს, გაერთიანებისა და აღმსარებლობის თავისუფლების, სამართლებრივ დაცვისა და წამებისგან თავისუფლების (მუხლი 4). კონვენციის რატიფიცირებისას სახელმწიფოების მიერ განსახორციელებელი მოვალეობები დეტალურადაა მოყვანილი მე-7-9 მუხლებში. სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ისინი გააკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამოძიება, დევნა და დასჯაა. მაგალითად, სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მიიღებენ ქალთა არასრულფასოვნებასა და როლების სტერეოტიპებზე დაფუძნებული ცრურწმენისა და ტრადიციების წინააღმდეგ ქალთა და მამაკაცთა ქცევის სოციალურ და კულტურული სახის შეცვლასთან დაკავშირებულ ზომებს (მუხლი 8). სახელმწიფოებზე დაკისრებული ვალდებულებები საკმაოდ ყოვლისმომცველია და, როგორც ეს ამ მაგალითიდან ჩანს, ძევს საკითხის ცენტრში. შესაბამისი მომზადებისა და განათლების გარეშე, ძალიან რთულია კულტურული ტრადიციების აღმოფხვრა. განათლება უმთავრესია, როგორც ამას აღიარებენ ამერიკის სახელმწიფოები. პარალელის გავლება შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ იმ კამპანიებთან, რომლებიც ბევრ სხვა სახელმწიფოში დაკავშირებულია არსებულ ძალადობასთან ოჯახებში. კონვენციაში მოცემული დაცვის მექანიზმებში შედის ინდივიდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირი ამერიკულ კომისიასთან და ხელმომწერ სახელმწიფოთა პერიოდულ ანგარიშებთან.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9