1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სან სალვადორის ოქმი

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის დამატებითი ოქმი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა სფეროში, 1988 – ოქმის პრეამბულაში ხაზგასმითაა აღნიშნული უფლებათა ორი ჯგუფის განუყოფლობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოთა უმრავლესობამ არ ისურვა მათი რატიფიცირება და ოქმი ძალაში მხოლოდ 1999 წელს შევიდა. მას ახლაც გაცილებით ნაკლები ხელმომწერი მხარე ჰყავს, ვიდრე კონვენციას. ოქმში მოყვანილი უფლებები უმთავრესად აღწერს საერთაშორისო პაქტში ხსენებულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. აშკარაა კავშირი სახელმწიფოებზე დაკისრებულ ვალდებულებათა თვალსაზრისით –„აუცილებელი ზომების მიღება, როგორც დემოკრატიული, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით ეკონომიკური და ტექნიკური დახმარებით, გაფართოვება ხელმისაწვდომი რესურსების საფუძველზე, მათი განვითარების დონის გათვალისწინებით, წინამდებარე ოქმში აღიარებულ უფლებათა სრული დაცვის მიზნით შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად” (მუხლი 1). შემდეგ, სახელმწიფოებს ეკისრება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მათი იურისდიქციით გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელების მიზნით (მუხლი 2). ოქმში მოყვანილი უფლებები ძირითადად ეხება მუშაობასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან, ჯანმრთელობასთან, ჯანმრთელ გარემოსთან, საკვებთან, განათლებასთან, კულტურასთან, ოჯახის დაცვასა და პროფკავშირთან დაკავშირებულ უფლებებს. განსაკუთრებული დაცვის მიზნით საზოგადოების დაუცველი ჯგუფები, კერძოდ, ბავშვები, მოხუცები და ინვალიდები ცალკეა გამოყოფილი.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9