1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკული კონვენცია ადამიანების იძულებითი გაუჩინარების შესახებ, 1994

ბელემ დო პარაში (ბრაზილია) გენერალურმა ასამბლეამ ხელმოსაწერად გახსნა კონვენცია ადამიანების იძულებითი გაუჩინარების შესახებ, რომელიც ძალაში 1996 წელს შევიდა. ამერიკის სახელმწიფოებში სამხედრო მმართველობის დროს უკვალოდ გაქრა ათასობით ადამიანი, რაც პრეამბულაში შეფასებულია, როგორც დედამიწის ამ ნაწილის სირცხვილი. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები პრეამბულაში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ადამიანთა იძულებითი გაუჩინარების სისტემატური პრაქტიკა წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. ამასვე ადასტურებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მუხლი 7 (i), რომელიც ადამიანის იძულებით გაუჩინარებას განიხილავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა შორის. კონვენციის მე-2 მუხლში იძულებითი გაუჩინარება განსაზღვრულია როგორც „ადამიანის ან ადამიანებისთვის თავისუფლების წართმევა ნებისმიერი გზით, ჩადენილია ეს სახელმწიფო წარმომადგენლისა თუ სახელმწიფოს მხარდაჭერით, უმოქმედობით თუ მის მიერ გაცემული უფლებამოსილებით მოქმედი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფების მიერ, რასაც მოჰყვება ინფორმაციის უქონლობა ან უარის განცხადება ადამიანისთვის თავისუფლების ჩამორთმევის ან მისი ადგილსამყოფელის შეტყობინების თაობაზე, რაც ხელს უშლის ადმიანს მისი კუთვნილი სამართლებრივი თუ საპროცესო გარანტიების განხორციელებაში“. ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან ადამიანის იძულებითი გაუჩინარების პრაქტიკის მოსპობის, მისი დაუშვებლობისა და ასეთ სერიოზულ დანაშაულში მხილებულ პირთა დასჯასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების შესახებ. მიმდინარეობს მუშაობა იურისდიქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ექსტრადიციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ იძულებითი გაუჩინარება განისაზღვრება, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მუხლი VIII დაუშვებლად მიიჩნევს მეთაურის ბრძანებისა თუ მითითების შესრულებაზე დაფუძნებულ არგუმენტს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9