1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამერიკული კონვენცია წამების თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, 1985

კონვენცია ხელმოწერისთვის გაიხსნა 1985 წელს გენერალური ასამბლეის რიგით სესიაზე. ის განსაზღვრავს წამების ცნებას და აკონკრეტებს ინდივიდთა პასუხისმგებლობას მასზე. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლას ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ხელმოწერა (რატიფიცირება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ორ წელიწადში). კონვენციაში საუბარია პოლიციის ოფიცერთა და იმ სახელმწიფო პირთა სპეციალური მომზადების აუცილებლობაზე, რომლებიც პასუხს აგებენ დაკავებულებზე, რათა არ მოხდეს მათი წამება დაკითხვის, დაკავების ან დაპატიმრებისას. ამერიკის ბევრ სახელმწიფოში დიდ პრობლემას წარმოადგენდა დაკავებულთა მიმართ მოპყრობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი სამხედრო მმართველობის პერიოდებში. გაერო-ც ცდილობდა დაკავებულთა მიმართ მოპყრობის სტანდარტების დადგენას და იმ მითითებების ჩამოყალიბებას, რომლებიც უნდა დაეცვათ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და მოსამართლეებს. კონვენცია ასევე იძლევა წამებასთან დაკავშირებულ განაცხადთა მიუკერძოებელი განხილვის გარანტიას და აღნიშნავს განსჯადობის სხვადასხვა საკითხს, რომელიც ეხება წამებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესსა და ექსტრადიციას.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9