1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბავშვის უფლებათა სარგებლობის ევროპული კონვენცია

1996 წლის ამ კონვენციის მიზანია გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შემდგომი განვითარება. განსაკუთრებით ეს ეხება მე-4 მუხლს, რომელშიც ლაპარაკია ბავშვის უფლებების განხორციელებაზე ევროპის საბჭოს იურისდიქციაში. კონვენცია ცდილობს ბავშვის ჩაბმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და, ამასთანავე, ბავშვის მუდმივ ინფორმირებას შესაბამისი სასამართლო განხილვების შესახებ. ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის შესაბამის ასაკს და აღქმის დონეს. მუდმივი კომიტეტის ჩამოყალიბების მიზანია კონვენციის განხორციელების განხილვა და დახმარების აღმოჩენა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი კანონმდებლობის გაძლიერება ბავშვის უფლებათა განვითარებისა და შესრულების თვალსაზრისით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9