1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბავშვების ფიზიკური დასჯა

უმთავრესად ხდება სასწავლო პროცესის დროს ან მშობლებისა და მეურვეების მიერ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში აღნიშნა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტიის მე-7 მუხლში აღნიშნული აკრძალვა გულისხმობს ასევე ფიზიკური და გადაჭარბებული დისციპლინარული სასჯელის, როგორც საგანმანათლებლო ან სადამსჯელო ზომის, აკრძალვას. სავარაუდოდ, სკოლაში ფიზიკური სასჯელის გამოყენება მშობლების მიერ გადაცემული უფლებამოსილების საფუძველზე ხდება. ქამრის გამოყენებით, რაც ერთ დროს შოტლანდიის სკოლებში დასჯის მეტად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული მეთოდი იყო, არ მომხდარა ევროპის კონვენციის დაღვევა („კემპბელი და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“), რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ქამრით ცემის დროს მოხდა აღნიშნული ბავშვის ღირსების შელახვა საკუთარ ან ამხანაგების თვალში. ამგვარად, სასჯელი მიღებული იქნა როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც არ მიუღწევია არც სისასტიკის და არც მორალური ტანჯვის იმ ზღვრამდე, რომ ჩათვლილიყო კონვენციის დარღვევად (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დარღვევა დადგინდა მშობლების ფილოსოფიურ თვალთახედვასთან დაკავშირებით განათლების უფლების მიმართ – მუხლი 1(2), პირველი დამატებითი ოქმი). როგორც სიცოცხლის უფლების შემთხვევაში (თავი 13), სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ პირდაპირი ვალდებულება, იმოქმედონ პირის შეთანხმებებით განსაზღვრული უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჯერჯერობით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უღიარებია რომელიმე სახელმწიფოს მიერ ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევა იმის გამო, რომ ის არ კრძალავს მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკურ დასჯას (ან იმის გამო, რომ პირიქით, კრძალავს მას). საკუთარი კეთილი ნებით, აგრეთვე, მოსახლეობის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბევრმა სახელმწიფომ თავად აკრძალა ეს პრაქტიკა (განსაკუთრებით ევროპაში). ამის გამო გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ურჩია სახელმწიფოებს, გადასინჯონ მათი კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით. გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლი გარკვევით არ ეხება ამ საკითხს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა, სახელმწიფოს პრაქტიკისა და განვითარებადი ნორმების გათვალისწინებით, მოახდინა ამ საკითხის იმგვარი განმარტება, რის შედეგადაც მოხდა სამართლის ფორმირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, კონვენციის საერთო ტენდენციაა, რომ ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის ნებისმიერი შემთხვევა სახელმწიფოს მიერ სერიოზულად იქნეს განხილული.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9