1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდი

  1. abbr. (UNICEF)
    E. United Nations Children’s Fund
    UNICEF-ი გენერალურმა ასამბლეამ ჩამოაყალიბა 1946 წელს ევროპის ბავშვთა დასახმარებლად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1953 წლიდან იგი მუდმივად მოქმედებს გაერო-ში და ეხმარება მსოფლიოს ყველა ბავშვს. ამჟამად იგი ცნობილია გაერო-ს ბავშვთა ფონდის სახელით (თუმცა ისევ ინარჩუნებს UNICEF-ის სახელს). UNICEF-ი იბრძვის ბავშვებისთვის იმ ყურადღების მიღების დახმარებისთვის, რომელსაც ისინი იმსახურებენ მცირეწლოვან ასაკში, იცავს მათ სიკვდილისა და ავადმყოფობისგან და ბუნებრივი კატასტროფების დროს. იგი აქტიურ პროპაგანდას უწევს ბავშვის უფლებებს, მჭიდროდ მუშაობს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტთან ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ბავშვებს შორის გავრცელების მიზნით. UNICEF-ის მისიის მიზნის თანახმად, იგი იცავს ბავშვის უფლებებს, ეხმარება მათ ძირითად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში და ხელს უწყობს მათ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებაში. მულტიმედიის საშუალებებისა და ინტერნეტის დახმარებით ორგანიზაცია ცდილობს ყველა ბავშვს გააგებინოს თავიანთი უფლებების შესახებ. UNICEF-ის მეორე ინიციატივა ეხება ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პარტნიორულ პროგრამათა დახმარებით. ამჟამად ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია კაროლ ბელამი. გაერო-ს საგანგებო სესია ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც 2001 წლის 19-21 სექტემბერს უნდა შემდგარიყო, გადატანილ იქნა 2002 წლის მაისამდე. ამ სესიის მიზანს წარმოადგენდა 1990 წლის ბავშვთა მსოფლიო სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესის განხილვა და მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობის შემოწმება. საბოლოო დოკუმენტი „შესაფერისი მსოფლიო – ბავშვებს“ ცდილობს 1990 წლის ბავშვთა მსოფლიო სამიტის დღის წესრიგის საბოლოო შესრულებას.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  2. გაეროს ბავშვთა ფონდი გაერთიანებული ერების ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უშუალოდ ბავშვების პრობლემებზე მუშაობს.
    ფონდი 1946 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს.
    1965 წელს ბავშვთა კეთილდღეობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გაეროს ბავშვთა ფონდს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9