1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს უშიშროების საბჭო

  1. საყოველთაო მშვიდობისთვის პასუხიმგებელი მთავარი ორგანო გაეროს შემდგენლობაში. იგი 15 წევრისგან შედგება. 5 მათგანი - აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი - საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობს. დროებითი 10 წევრი კი 2 წლის ვადით, გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევა.
    უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ერთპიროვნული ვეტოს უფლებით სარგებლობენ, ანუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მათგანის უარი საკითხის ჩავარდნას ნიშნავს. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 9 წევრის თანხმობა, თანაც არც ერთი მუდმივი წევრი საკითხის წინააღმდეგი არ უნდა იყოს (თუ მუდმივი წევრი არ ეთანხმება საკითხს, თუმცა არც მისი საბჭოში ბლოკირება სურს, მას შეუძლია თავი შეიკავოს).
    უშიშროების საბჭო პლენარულ სესიებს არ ატარებს. საჭიროების შემთხვევაში მისი შეკრება უმოკლეს დროში შეიძლება - რომელიმე, თუნდაც არაწევრი სახელმწიფოს თხოვნით ან გენერალური მდივნის მოწოდებით. საბჭოს წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი წარმომადგენლების განთავსება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
    უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომლის ფუნქციებს მონაცვლეობით ერთი თვის ვადით საბჭოს წევრი-სახელმწიფოს წარმომადგენლები ასრულებენ. რიგითობა ლათინური ანბანის მიხედვით განისაზღვრება. უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროს გენერალური მდივანიც ესწრება.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
  2. უშიშროების საბჭოს უპირველეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. იგი ასევე ატარებს საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას სახელმწიფოთა საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის თვალსაზრისით (მუხლი 2(7), გაერო-ს წესდება). უშიშროების საბჭო, როგორც მისი დეკოლონიური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, ხელს უწყობს ყველა ხალხის თვითგამორკვევას. ამ საკითხების განხორციელებას უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევა. უშიშროების საბჭო ხშირად გმობს ადამიანის ზოგიერთი უფლების დარღვევის ფაქტს, თუმცა შესაბამისი ქმედება შეიძლება არც ისე უშუალო იყოს – მაგალითად, დაგმობილია მონობა და მისი მსგავსი პრაქტიკა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიღებული აქვს მრავალი რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეასრულონ ადამიანის საერთაშორისო უფლებებით დადგენილი სტანდარტები. ეს მოწოდებები კიდევ უფრო უსიცოცხლოა, ვიდრე ადამიანის უფლებათა დარღვევის გმობა, თუმცა პოლიტიკურად უფრო წარმატებულია, ვინაიდან უშიშროების საბჭოს მიერ გაკეთებულ ამგვარ მოწოდებებს ბევრი სახელმწიფო უფრო სერიოზულად აღიქვამს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს აქვს საბოლოო ჯარიმების –სანქციების – დაკისრების უფლება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ასრულებენ სერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9