1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განათლების უფლება

„ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“ (UDHR, მუხლი 26, იხ., აგრეთვე, ICESCR, მუხლი 13; ECHR, პირველი ოქმი, მუხლი 2; ACHR, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ ოქმი (ESCR), მუხლი 13; ACHPR, მუხლი 27; CIS, მუხლი 27; AL, მუხლი 34). „განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისკენ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ პატივისცემის განმტკიცებისკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ყველა ერს, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის და გააფართოოს გაერო-ს საქმიანობა, რომლის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება“ (UDHR, მუხლი 26(2), იხ., აგრეთვე, ICESCR, მუხლი 13(1); CERD, მუხლი 7; CRC, მუხლი 29(1); ACHPR, მუხლი 25; ACHR, ESCR ოქმი, მუხლი 13(2)). ადამიანის უფლებათა საყოველთაო ხასიათის შენარჩუნების მექანიზმი მრავალი თვალსაზრისით განათლების უფლებაში ძევს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნება ამ თემის განხილვა ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისადმი მიძღვნილი გაერო- ს ათწლეულის დასასრულს. ადამიანის უფლებათა 1993 წლის მსოფლიო კონფერენციის ვენის დეკლარაციის 33-ე მუხლის მიხედვით, „განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ყველა ერს, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის“. ბავშვის უფლებათა კომიტეტის №1 (2001) ზოგად კომენტარში განათლება განხილულია, როგორც „აუცილებელი საშუალება, რათა [ყოველ ბავშვში], მისი სიცოცხლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდეს დაბალანსებული, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით გამსჭვალული დამოკიდებულების აღზრდა იმ პრობლემათა ფონზე, რომლებიც თან ახლავს გლობალიზაციით, ახალი ტექნოლოგიებითა და მათთან დაკავშირებული მოვლენებით გამოწვეული ფუნდამენტური ძვრების პერიოდს“. განათლება კარდინალურ როლს თამაშობს როგორც ადამიანებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ისე ადამიანის უფლებათა „შანგრილას“ მიღწევაში, ანუ ისეთი მსოფლიოს არსებობაში, სადაც ადამიანის უფლება, სხვებისგან განსხვავებული, არსებითი იქნება; ისეთი მსოფლიოში, რომელშიც ყველა ხალხი „შემწყნარებელი იქნება და მშვიდობიანად, კეთილმეზობლური ურთიერთობებით გამსჭვალული იცხოვრებს“ (გაერო-ს წესდება, პრეამბულა). ეს მართლაც ოპტიმისტური მიზანია, თითქმის იდეალისტურიც კი, მაგრამ აუცილებელია მისი მიღწევის სურვილი. გაერო-ს წესდების ხელმოწერის შემდეგ კაცობრიობამ ამ თვალსაზრისით ნამდვილად დიდი პროგრესი განიცადა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9