1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია

2000 წლის დეკემბრის ნიცის სამიტზე მიღებულ იქნა ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის ტექსტი (OJ C 364/1, 18/12/2000). პრეამბულა კიდევ ერთხელ ადასტურებს მიზანს: ძირითად უფლებათა განმტკიცება და დაცვა საზოგადოების, საზოგადოებრივი პროგრესისა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ყველაფერ ამის მიღწევა კი შეიძლება ქარტიაში უფლებათა უფრო მკაფიო გამოხატულებით. აქედან გამომდინარე, ქარტია თითქოს ახდენს ევროპის მოქალაქეთა არსებული უფლებების კოდიფიკაციას („ევროპის მოქალაქე“) არის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით შემოღებული ტერმინი, რომელიც ნიშნავს ევროკავშირის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეობის მატარებელ თითოეულ ადამიანს – მუხლი 17, ევროპული თანამეგობრობის შესახებ ხელშეკრულების კონსოლიდირებული ვერსია). კავშირი ეფუძნება „ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის განუყოფელ და უნივერსალურ ფასეულობებს“, დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას (პრეამბულა). ყურადღება ექცევა ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობას ადამიანის უფლებათა განსაზღვრასა და განმარტებაში. ქარტიაში მოყვანილი უფლებები აღიარებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს თანამეგობრობის დაწესებულებათა და წევრი ქვეყნების მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის განხორციელებისას (მუხლი 51). ამგვარად, დაწესებულებები უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი ხდებიან ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით. ქარტიაში მოცემული უფლებები რამდენადმე ბუნდოვანია, მაგრამ არსებითად არ არის ახალი. ისინი უმთავრესად ეფუძნება წინა ტექსტს – ან ევროპული თანამეგობრობის სხვადასხვა ინსტრუმენტის, ან მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ქარტია მხარს უჭერს ძირითადი უფლებისადმი ერთიან მიდგომას, რაც ნიშნავს ადამიანის უფლებათა განუყოფლობასა და ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობას (მუხლი 1). მასში ჩართულია უფლებათა ფართო სპექტრი, დაწყებული ევროპის საბჭოს კონვენციის მსგავსი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიდან – თანასწორობისა და სოლიდარობის უფლებები (ანუ თანამეგობრობის მიერ კიდევ უფრო განვითარებული დასაქმების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე სოციალური უფლებები) – დამთავრებული მოქალაქეთა უფლებების ჩამონათვალით საბჭოს მოქმედების მიმართ. ამ უკანასკნელ უფლებებში შედის საარჩევნო უფლებები, დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება და ცუდი ადმინისტრირების გამოსწორების უფლება. სავარაუდოდ ქარტიას უფრო გამოიყენებს კავშირის დაწესებულებები (კერძოდ, მართლმსაჯულების სასამართლო) მაშინ, როცა საჭირო გახდება მისი პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა მთელს საბჭოში აღიარებული და გამოყენებული კანონმდებლობის დებულებებთან.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9