1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური და სოციალური საბჭო

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში შედის ორმოცდათოთხმეტი წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა. წევრები იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა იმართება ივლისში ნიუ-იორკში ან ჟენევაში. ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს აქვს „საერთაშორისო ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და მათთან დაკავშირებულ საკითხთა” შესწავლის წამოწყების და ანგარიშების შედგენის ფართო უფლებამოსილება (გაერო-ს წესდება, მუხლი 62(1)). მას ასევე შეუძლია „რეკომენდაციების შედგენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის, დაცვის და ხელშეწყობის მიზნით“ (მუხლი 62(2)). ეკონომიკური და სოციალური საბჭო მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონფერენციების ორგანიზებაში და მუშაობს გაერო-ს სხვა უწყებებთან და მათთან დაკავშირებულ ორგანოებთან ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვის მიზნით. გაერო-ს ეგიდით ჩამოყალიბებული სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოები (კონვენციის მექანიზმები) ანგარიშს აბარებენ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს და, აქედან გამომდინარე, გენერალურ ასამბლეას. გარდა ამისა, ეკონომიკური და სოციალური საბჭო კოორდინირებას უწევს გაერო-ს სხვადასხვა პროგრამას, როგორიცაა, მაგალითად, გაერო-ს განვითარების პროგრამა, და იღებს წლიურ ანგარიშებს სპეციალიზებული ორგანოებიდან, როგორიცაა გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის საკითხთა ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ ორგანოთა მანდატები ადამიანის უფლებებზე გავლენას ახდენს. ვინაიდან ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს დიდი სამუშაო დატვირთვა აქვს, იგი ხშირად გადასცემს სამუშაოს ქვე-ორგანოებს. ეკონომიკური და სოციალური საბჭო ამუშავებს ათ კომისიას, ხუთ რეგიონულ კომისიას, სხვადასხვა სპეციალიზებულ კომიტეტსა თუ ექსპერტს. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომისიას წარმოადგენს ადამინის უფლებათა კომისია, რომელიც ჩამოყალიბდა 1946 წელს და ახორციელებს თავის ვალდებულებებს გაერო-ს წესდების 68-ე მუხლის მიხედვით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9