ჩარჩო კონვენციის მიზანია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის სისტემის ჩამოყალიბება და, ამგვარად, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში. იგი მიღებულ იქნა 1995 წელს და წარმოადგენს ევროპის საბჭოს ნაწილობრივ რეაქციას საბჭოთა კავშირის დანგრევაზე, ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოების დემოკრატიზებასა და იმ წარმატებაზე, რომელსაც ამ რეგიონში მიაღწია გაერო-მ და ეუთო-მ. კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ანგარიშის წარდგენამდე სახელმწიფოს ეძლევა ერთი წელიწადი. უფლებებში შედის გარანტიები თანასწორობაზე კანონის წინაშე, კულტურის დაცვის, აღმსარებლობის თავისუფლების, უმცირესობათა ენის გამოყენების და მონათესავე უმცირესობათა ჯგუფებთან ურთიერთობის უფლებები. ბევრი თვალსაზრისით აღნიშნული უფლებები ძალიან ჰგავს სამოცდაათი წლის წინ ერთა ლიგის მიერ მიღებულ გარანტიებს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.