1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეუთ ეუტ

ეუთოს დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისი

დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეიქმნა თავისუფალი არჩევნების ოფისის საფუძველზე. ეს იყო პირველი დაწესებულება, რომელიც ჩამოყალიბდა ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების მიზნით, ანუ იგი ასახავს ორგანიზაციის მიდგომას ადამიანის უფლებებისადმი: დემოკრატია თითქმის განიხილება როგორც სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა განხორციელების გაადვილების წინაპირობა. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიულ დაწესებულებათა სისტემების არსებობას სახელმწიფოებში. ეუთო თვალს ადევნებდა ასამდე არჩევნებისა და რეფერენდუმების მსვლელობას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში (შესაბამის სახელმწიფოთა თხოვნით). მას ასევე აქვს ფართო სასწავლო პროგრამები, რომლებიც ეხმარება სახელმწიფოებს არჩევნების შესაბამისი პროცესების ჩამოყალიბებაში. დემოკრატიზაციის განყოფილება ჩართულია პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ამის მისაღწევად, ეუთო ცდილობს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, სპეციალური მომზადებისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას ადამიანის ეროვნულ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებასა და ადამიანის უფლებათა გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა სქესთა თანასწორობა, წამების აღმოფხვრა, აღმსარებლობის თავისუფლება და ადამიანთა ტრეფიკინგის მოსპობა, მუშაობის აქტიურ მხარდაჭერას. იგი ასევე მონიტორინგს გაუწევს ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესს და მისი განვითარების მიღწევის მსვლელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოშებისა და სინტის მოსახლეობას, ვინაიდან პრობლემათა ტრანსნაციონალური მასშტაბი დიდ გავლენას ახდენს ამგვარ ჯგუფებზე. დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისის მუშაობით ეუთო იმედოვნებს იმ სახელმწიფოთა მხარდაჭერას, რომლებიც მიილტვიან ისეთი თავისუფალი არჩევნებისა და სამთავრობო დემოკრატიულ სისტემათა ჩამოყალიბებისკენ, რომელთა პირობებშიც აყვავდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9