1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაღესტნის ჯიჰადის არმია

დაღესტნის ,,ვაჰაბიტური” მოძრაობის ელიტარული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ცნობილია როგორც ,,დაღესტნის ჯიჰადის ისლამური არმია”, ,,კავკასიური ისლამური არმია”, ,,დაღესტნის ისლამური სამთავრობო ძალები”, სავარაუდოდ შედიოდა ,,იჩკერიის და დაღესტნის ხალხთა კონგრესის” შეაირაღებული ფორმირებების შემადგენლობაში. ეს შეიარაღებული ფორმირება დაარსდა 1997 წელს. სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები: ამირი ბაგაუტდინ მაგომედოვი (ყიზილიურტელი), სირაჯუტდინ რამაზანოვი. საველე მეთაურები: მაგომედ ასლუტდინოვი, შამილ ,,გერგებელი.” პირადი შემადგენლობის რაოდენობა - 500-მდე მებრძოლი (დაღესტნელები და აკინელი ჩეჩნები). რაოდენობრივი დანაკარგი განიცადა 1999 წლის აგვისტოში ცუმადინისა და ბოტლიხის რაიონებში შეჭრისა და შემდგომში მეორე ჩეჩნური კამპანიის წარმოებისას. ორგანიზაცია: 16 ,,ფრონტი” (მათ რიცხვში ცენტრალური). ფორმირების ფარგლებში მოქმედებდა ცალკეული ,,ბატალიონი” შექმნილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და რომელც თავის მხრივ შედიოდა ,,ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში.” ამავე ფორმირების ბაზაზე მოქმედებდა ,,სახელმწიფო უშიშროების სამსახური - მუხაბარათი.” შეიარაღება: ძირითადად მსუბუქი ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება (რაოდენობა და ტიპი გაურკვევლია). დაღესტანში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას დაფიქსირდა 2 ჯავშანტრანსპორტიორის ბტრ-60, ერთი 1100 მმ-იანი ტ-12 ტიპის ქვემეხი, რამოდენიმე ერთეული ზუ-23 ტიპის ჰაერსაწინააღდეგო დანადგარი. მუდმივი საბაზო რაიონი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე: ავარიელებით დასახლებული პუნქტი კენხი, დასახლებული პუნქტი - შატოი (შტაბი, საწყობები, სატელევიზიო ცენტრი თავისი გადამცემით). საოპერაციო რაიონები: ჩეჩნეთის აღმოსავლეთი ზონა - ურუს-მარტანის რაიონი, დაღესტნის ზონა - ყიზილურტის, ბოთლიხის, ცუმანდინის რაიონები. კადრების მომზადება: ხორციელდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და პაკისტანში. მომზადების პრიორიტეტული მიმართულება - დივერსიული ოპერაციები. სასწავლო პროგრამებთან ერთად მებრძოლები გადიოდნენ მორალურ-ფსიქოლოგიურ და რელიგიურ მომზადებას. კოორდინაცია და კონტაქტები: ჩეჩნურ და დაღესტნურ ანალოგიურ შეიარაღებულ ფორმირებებთან და ასევე შეიარაღებულ ფორმირება ,,გენერალ დუდაევის არმიასთან.” ამჟამად ფორმირების სტატუსი ცნობილი არ არის. მებრძოლთა ცალკეული ჯგუფები დაფიქსირებული იყო 1999 წლის დეკემბრის გროზნოში ჩეჩნური ფორმირებების მიერ წარმოებული თავდაცვითი ოპერაციებისას (,,დაღესტნური ჯაამატური დაჯგუფების” სახელწოდებით). არსებული მონაცემებით 2000 წლის მარტის პირველი დეკადისათვის ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიებზე მოქმედებდა 1300 მებრძოლი. საბრძოლო დანაკარგები 1999 წლის ოქტომბერსა და 2000 წლის თებერვლის პერიოდში შეადგენდა 70 მოკლულ მოჯაჰედინს (მათ შორის 2 საველე მეთაურს).
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9