1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეუთ ეუტ

ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარი

წარმოადგენს ეუთო-ს პრინციპულ რეაქციას ეთნიკური კონფლიქტების რეგიონში არსებულ საფრთხეზე. 1992 წლისთვის, როცა ჩამოყალიბდა აღნიშნული პოსტი, უკვე აშკარა იყო აღმოსავლეთ ევროპის ბლოკისა და ყოფილი იუგოსლავიის დაშლით გამოწვეული პრობლემები. უმაღლესი კომისრის როლი მდგომარეობს იმ ეთნიკური დაძაბულობის იდენტიფიკაციაში, რომელსაც შეუძლია საფრთხის წინაშე დააყენოს მშვიდობა და სტაბილურობა ეუთო-ში. ამ შემთხვევაში ის ეცდება ამ დაძაბულობის შესუსტებას თავისი მანდატის ფარგლებში, რომელიც მას ეძლევა როგორც „კონფლიქტების საწყის ეტაპზე აღმოფხვრის დოკუმენტი“. შემაჩერებელ დიპლომატიასთან ერთად კომისარი აგრეთვე გამო იყენებს მისიების ადგილზე გაგზავნის საშუალებასაც. უმაღლესი კომისრის ეგიდით უკვე ჩატარდა ბოშათა და სინტის მოსახლეობის დეტალური შემოწმება ისევე, როგორც ისეთი მრავალეროვანი სახელმწიფოების შესწავლა, როგორიცაა ალბანეთი, უკრაინა, ყაზახეთი და უნგრეთი. ჯერ არ არსებობს რაიმე ისეთი პრაქტიკა, რომელიც კომისიას მისცემდა ინდივიდუალური საჩივრების მიღებისა და განხილვის უფლებას. ძირითად გასაღებს წარმოადგენს ჩუმი დიპლომატია. ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირება სახელმწიფოში (ყურადღება მიაქციეთ, ეს არ ნიშნავს აუცილებლად მათ ასიმილაციას) განიხილება, როგორც მოცემულ ტერიტორიაზე კონფლიქტისა და დანაწილების თავიდან აცილების არსებითი/აუცილებელი საშუალება, ამგვარად უმაღლესი კომისრის მოვალეობაა ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცაღა, უმაღლესი კომისარი, თავისთავად, არ წარმოადგენს უმცირესობათა აქტიურ მხარდამჭერს. იდგმება ნაბიჯები უმცირესობათა ჯგუფების ინდივიდუალურობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოთა საზოგადოებრივ საქმეებში მათი მონაწილეთა სახით მოზიდვისაკენ. დღემდე მიღებულ რეკომენდაციებს შორისაა 1995 წლის ჰააგის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებათა შესახებ, 1998 წლის ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივი უფლებების შესახებ და 1999 წლის ლუნდის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანი მონაწილეობის შესახებ. უმცირესობათა ჯგუფების ინდივიდუალურობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგის პერიოდში და იგი ნელ-ნელა იბრუნებს ამ მნიშვნელობას გაერო-ს ფარგლებშიც. ამ საკითხს, უეჭველად, დაუყოვნებელი ყურადღება ჭირდება ევროპაში, ეუთო-მ კი დაამტკიცა, რომ მას წარმატებით შეუძლია ამ საკითხებზე მუშაობა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9