1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იძუ

იძულებითი გადასახლება

უმცირესობათა ჯგუფების იძულებითი გადასახლება გამოცხადდა „ეროვნული უმცირესობების დაცვის ყველაზე რადიკალურ ზომად“ (პ. დე აზკარატე, გვ. 16). ეს მეთოდი შეიძლება გამართლდეს იმით, რომ იგი წარმოადგენს სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას. თუმცა მოსახლეობის იძულებითი გადასახლების თავისუფალი გამოყენება დასუსტებული ერების პრობლემათა მოგვარების ზოგად საშუალებად გვიჩვენებს საზოგადოების უუნარობას, ორგანიზება გაუწიოს საკუთარ თავს ისე, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთად, ჰარმონიულად ცხოვრება მიუხედავად მათი რასის, ენის თუ სარწმუნოებისა. მრავალფეროვანი მიდგომები და იდეები, რომლებიც შეიძლება დათრგუნოს მოსახელობის იძულებითმა გადასახლებამ, ხშირად შეიძლება იყოს სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისა და სიძლიერის წყარო. ერთფეროვნება არასდროს ყოფილა და ვერც ოდესმე იქნება იდეალი ადამიანთა საზოგადოების ორგანიზებისთვის. მოსახლეობის გადასახლება მოხდა იმ ტერიტორიებზე, სადაც ახალი საზღვრების შექმნის გამო ადამიანთა სრულიად განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები, მნიშვნელოვანი ოდენობით, აღმოჩნდნენ სულ სხვა ეროვნებით დასახლებულ სახელმწიფოებში. მოსახლეობის გადასახლება განხორციელდა, მაგალითად, ბერძნებსა და ბულგარელებს შორის. განხორციელდა რა ოთხი წევრისგან შემდგარი მიუკერძოებელი საერთაშორისო კომისიის ეგიდით, ეს სამაგალითო გადასახლება იყო. კომისიამ გასცა გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენდა ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოიცვლიდნენ ეროვნებას, და ჩამოაყალიბა მიუკერძოებელი ორგანო ეროვნების შეცვლის ხელშეწყობის მიზნით მათთვის, ვინც ამ გზას ირჩევდა. კომისიამ ასევე უზრუნველყო დახმარება ქონების გადატანაში, მის გაყიდვაში, გადასვლაში და საკუთრებისა თუ მიწის რეგისტრაციაში.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9