1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მია მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მის მიუ მიშ მიწ მიჰ

მიგრანტ მშრომელთა კომიტეტი

1990 წელს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყველა მიგრანტი მშრომელისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია. 2003 წლის 1 ივლისს ძალაში შესვლიდან მას ჰყავს ოცდაექვსი წევრი სახელმწიფო. კონვენციის 72-ე მუხლის თანახმად შექმნილია ყველა მიგრანტი მშრომელისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელშიც შედის ათი ექსპერტი (მისი რაოდენობა გაიზრდება ოცდაათამდე, თუ ორმოცდაერთი სახელმწიფო მოახდენს დოკუმენტის რატიფიცირებას). კომიტეტი, რომელიც პირველად 2004 წლის მარტში შეიკრიბა, მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოთა ანგარიშებს მათ ქვეყანაში კონვენციით გათვალსიწინებული უფლებების განხორციელების შესხებ. 2004 წლის ივლისიდან დაწყებული სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ ანგარიშები ყოველ ხუთ წელიწადში (მუხლი 73). სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრების დამატებითი სისტემა გათვალისწინებულია 76-ე და 77-ე მუხლებში, თუმცა ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია საჭირო დეკლარაციები. კონვენციის რატიფიცირება ხდებოდა ნელა, მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის რასიზმის წანააღმდეგ მიძღვნილი მსოფლიო კონფერენციის მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამა მოუწოდებდა სახელმწიფოებს მიგრანტი მშრომელების დაცვის დაკანონებისკენ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9