1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ომბ ომი

ომის წარმოების სამართალი

ომის წარმოების სამართლის პირველი კოდიფიკაცია გვხვდება ჰუგო გროციუსის ნაშრომში „De jure belli ac pacis“ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, თუმცა პირველი სამართლებრივი დოკუმენტი (1863 წლის „ლიბერის კოდექსი“) გამოიყენებოდა კავშირის კომბატანტების მიმართ ამერიკის სამოქალაქო ომში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი მრავალმხრივი კონვენციის მიღება მხოლოდ საუკუნეთა მიჯნაზე გახდა შესაძლებელი. 1899 წელს მოწვეული იქნა პირველი საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია. მეფე ნიკოლოზ მეორემ მოიწვია ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოთა წარმომადგენლები ჰააგაში შესაკრებად. სამწუხაროდ, კონფერენცია აშკარად წარუმატებელი იყო - ვერ მოხერხდა შეთანხმება ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მთავარ მიზანზე. დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოები შეთანხმდნენ მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფოთა შორის დავების მშვიდობიან გადაწყვეტას და, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, დასაბამი მიეცა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ მთელ რიგ დოკუმენტებზე, რომლებიც ადგენდა საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფარგლებს. კონვენციაში სახმელეთო ომის წარმოების სამართლისა და ჩვეულებების შესახებ და მასთან დაკავშირებულ წესებში განხორციელდა საომარი მოქმედებების წარმოების არსებული სამართლის კოდიფიცირება და განვრცობა. 1907 წელს მიღებულ იქნა ჰააგის კონვენცია და წესები. ისინი დღესაც ძალაშია. ჰააგის სამართალი (ომის სამართალი) აყალიბებს მეომარი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს. თითოეულმა სამხედრო პირმა უნდა იცოდეს აღნიშნული პრინციპები და მოქმედებდეს მათ შესაბამისად. ჰააგის კონვენციებში იყო მცდელობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხის გაფართოება ჟენევის კონვენციებმა შეძლო.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9