1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამართალი უცხოელთა შესახებ

საინტერესოა აღინიშნოს, რომ გენერალური ასამბლეის მიერ ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციის „იმ ადამიანთა უფლებების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ მათი საცხოვრებელი ქვეყნის მოქალაქეებს“ (1985 წ.) დანიშნულება იყო უცხოელებისთვის იმ ძირითადი უფლებების მინიჭება, რომლებიც, ჩვეულების ძალით, სავალდებულო გახდებოდნენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. საერთაშორისო სამართლის დებულებათა შესაბამისად, გენერალური ასამბლეის დეკლარაციები არ არის სამართლებრივად სავალდებულო, თუმცა, ბუნებრივია, მათ აქვთ მნიშნვნელოვანი მორალური ძალა. დეკლარაციის მიზანია უცხოელთა მიმართ მოპყრობის მინიმალური საერთაშორისო სტანდარტის განვრცობა, რაც, ალბათ, გარდაუვალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საერთაშორისო უფლებები სამართლის ნაწილს უკვე 1985 წლისთვის წარმოადგენდა. თუმცა სამართალი უცხოელთა შესახებ შეიძლება განხილულ იქნეს გარკვეულ კავშირში ადამიანის უფლებათა სამართალთან, რადგან იგი აღიარებს უცხოელის უფლებას გარკვეული სტანდარტის მოპყრობის მიღებაზე, სამართალი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ უცხოელი სხვა სახელმწიფოს ნაწილად განიხილება. ამგვარად, უცხოელის უფლების დარღვევა მიიჩნევა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულად. ინდივიდს არა აქვს სამართლებრივი ზომების მიღების უფლება. უფრო მეტიც, უნდა გვახსოვდეს, რომ სამართალი უცხოელთა შესახებ, თავისი განსაზღვრებით, ეხება მხოლოდ სახელმწიფოში მყოფ იმ პირებს, რომლებიც არ არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. ადამიანის უფლებები, განსხვავებით ზემოაღნიშნულისაგან, განურჩევლად ეხება ყველა პირს და, ჩვეულებრივ, შეიძლება გამოყენებული იქნეს მათი სამშობლო/საცხოვრებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9