1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო ასამბლეა

ასამბლეა ევროპის საბჭოს ხალხების წარმომადგენელია. იგი დაყოფილია დიდ პოლიტიკურ ჯგუფებად. მას უძღვება ბიურო, ხოლო მის მუშაობას ახორციელებს მთელი რიგი კომიტეტებისა. სტრასბურგის სესიებისას იმართება ბიუროს, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები. ამ სესიების დღის წესრიგის მიღმა იმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და დასავლეთ ევროპის კავშირის (Western European Union – WEU) კომიტეტების შეხვედრები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები მოიცავს მამაკაცებსა და ქალებს შორის თანსწორუფლებიანობის, კულტურისა და განათლების, აგრეთვე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს. ასევე არსებობს კომიტეტი, რომელიც ყურადღებას აქცევს წევრი სახელმწიფოების მიერ მათი ვალდებულებების პატივისცემას - მონიტორინგის კომიტეტი. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი პასუხს აგებს ადამიანის უფლებათა დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე. მას შეუძლია საპარლამენტო ასამბლეის მრჩევლის როლის შესრულება. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა აღმოსავლეთი ევროპის კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ. კომიტეტი ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შემოუერთდნენ საბჭოს. ამ მიზნით 1115-ე რეზოლუციით (1997) ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტს აწვდის მასალებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ანგარიშებს რომელიმე პოტენციური წევრი სახელმწიფოს შესახებ. ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეესაბამებოდეს საბჭოს ადამიანის უფლებათა ძირითად სტანდარტებს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9