1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უმა უმკ უმო უმუ უმც უმძ უმწ

უმცირესობათა უფლებები

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერების განვითარებაში და სარგებლობდეს მისი სიკეთით“ (UDHR მუხლი 17(1); ICCPR, მუხლი 27). „იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური ან ლინგვისტური უმცირესობები არსებობენ, პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ასეთ უმცირესობებს, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჰქონდეთ საკუთარი კულტურა, იქადაგონ საკუთარი რელიგია და შეასრულონ ღვთისმსახურება, გამოიყენონ საკუთარი ენა“ (მუხლი 27, ICCPR). როგორც მე-3 თავშია ნათქვამი, გაერო-მ გადაწყვიტა, რომ ერთა ლიგის მიერ აღიარებულმა უმცირესობათა ჯგუფების დაცვის სისტემამ პოლიტიკური მიზანშეწონილობა დაკარგა და მისი დამოუკიდებლად არსებობა უკვე ზედმეტად მიიჩნია. მის ნაცვლად გაერო-მ ადამიანის საყოველთაო უფლებათა სამართლის განვითარება და მისი პრაქტიკაში განხორციელება არჩია. მაგრამ უმცირესობები არ გამქრალან საერთაშორისო დღის წესრიგიდან, უფრო მეტიც, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის დაარსებამ ცხადყო, რომ უმცირესობის დაცვის საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს (ამჟამად კომისიის სახელწოდებაა ადამიანის უფლებათა დაცვისა და განვითარების ქვეკომისია). საერთაშორისო არენაზე განვითარებულმა მოვლენებმა უკეთ გააცნობიერებინა საზოგადოებას უმცირესობათა ჯგუფების სავალალო მდგომარეობა. ამ თავში მივუბრუნდებით უმცირესობათა უფლებების საკითხს და შევისწავლით მათი მოქმედებისა და გამოყენების დღევანდელ არეალს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9