1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შრო

შრომის უფლება

თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. სინამდვილეში იგი არ არის ადამიანის ცალკე მდგომი უფლება, ეს „უფრო რთული ნორმატიული ერთობაა... ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს (კ. დრჟევიცკი, გვ. 173). შრომის უფლებასთან დაკავშირებულმა დებულებამ სერზიოული დებატები გამოიწვია საყოველთაო დეკლარაციის მომზადების პროცესში. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად. არ არსებობს თვითდასაქმების, როგორც ასეთის, უფლება, თუმცა ეს უფლება შეიძლება ნათლად გამომდინარეობდეს შრომის უფლებიდან და, შესაძლოა, სავალდებულო შრომისგან თავისუფლების ნაირსახეობაც იყოს. ევროპაში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით შრომის უფლება მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული არა მარტო ეკონომიკური მიზეზების, არამედ სამოქალაქო მშვიდობისა და დემოკრატიის გამოც. საყოველთაო დეკლარაციის შემოქმედებს აფიქრებდათ ის როლი, რომელსაც უმუშევრობის მაღალი დონე გერმანიაში ნაციზმის რეჟიმის აღზევებაში და, ცხადია, სხვა სამოქალაქო არეულობათა წარმოქმნაში თამაშობდა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9