1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჭა ჭე ჭი
ჭეშ

ჭეშმარიტების დადგენის კომისიები

გაერო-ს ჰქონდა რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როცა მას მოუხდა ჭეშმარიტების დადგენის კომისიების შექმნა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა არეულობას. ყველაზე მაღალი პროფილის და ხანგრძლივად მომუშავე ჭეშმარიტების დადგენის კომისია არსებობს სამხრეთ აფრიკაში. თუმცა გაერო, ჩვეულებრივ, ჭეშმარიტების დადგენის კომისიას აფინანსებს, თუ კომისია ექვსი თვიდან ერთი წლის ვადაში მუშაობს. აღნიშნული კომისიების მიზანია ფაქტების დადგენა მშვიდობიან გარემოში, საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ. ჭეშმარიტების დადგენის კომისიები შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით, სხვადასხვა მანდატითა და მეთოდებით. გაერო-ში ფაქტების აღმოჩენის ამგვარ ექსტრემალურ საშუალებას იყენებენ იმ პირთა დასადგენად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ და სისტემატურ დაღვევებზე შესაბამის რეგიონში. ამასთან დაკავშირებით, მოწმეთა დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. რუანდის სისხლის სამართლის საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალამდე მომუშავე ფაქტების აღმომჩენ მისიებს მიუკერძოებელი მიზნები ჰქონდათ. სხვა შემთხვევებში, მაგალითად, გაერო-ს ელ-სალვადორში ჭეშმარიტების დამდგენი კომისია „ითხოვდა რეგიონის დახურვას“ თორმეტწლიანი ძალადობისა და არეულობის შემდეგ. ადამიანებს სურდათ წარსულის დავიწყება და მომავლის შენება სუფთა ფურცლიდან. ამერიკის კონტინენტზე ჩამოყალიბდა ჭეშმარიტების მაძიებელი და ფაქტების დამდგენი სხვა მისიები ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზციის ეგიდის ქვეშ. მაგალითად, მშვიდობის დამყარების შემდეგ ამგვარ მისიებს მასპინძლობდა გვატემალა, ჩილე და ჰაიტი. ჩვეულებრივ, ჭეშმარიტების დადგენის კომისიებს სურს ფაქტების დადგენა. მათ იშვიათად აქვთ სისხლისსმართლებრივი იურსიდიქცია, თუმცა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება წარმოიშვას გამოკვლეული ფაქტების საფუძველზე. ასეთ დროს შეიძლება გამოჩნდნენ ისეთი გავლენიანი პირები, რომლებიც მოითხოვენ კანონიერი ქმედებების მოგვიანებით დაწყებას. სიერა ლეონეში მომუშავე ჭეშმარიტების და მორიგების კომისიისგან მოითხოვება მეტი ყურადღების გადატანა სამოქალაქო ომის დროს განცდილი ტანჯვის ფაქტებზე, ხოლო იმ პერიოდში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს განიხილავს სპეციალური სასამართლო. (რა თქმა უნდა, რუანდის და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალებს ორმაგი ფუნქცია აქვთ.)
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9