1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰუმ ჰუს

ჰუმანიტარული სამართალი

  1. 1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნული კონვენცია ითვალისწნებს ომის მსხვერპლთა და დაჭრილი მებრძოლების დაცვის წესებს, და ასევე აყალიბებს სამედიცინო პერსონალის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობის სისტემას დღესდღეობით უკვე კარგად ცნობილი წითელი ჯვრის ემბლემის მეშვეობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1929 წლის ჟენევის კონვენციამ, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას, ჩამოაყალიბა ამგვარი ტყვეების დაცვის ზოგიერთი პრინციპი. თუმცა აღნიშნული დებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე მსოფლიო ომის დროს. დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის თანაბარი იყო. 1949 წლის ჟენევის კონვენცია წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კოდექსის ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა გამხდარიყო გარანტია იმისა, რომ ამგვარი უბედურება არასდროს განმეორდებოდა. არსებობს ჟენევის ოთხი კონვენცია, რომლებსაც შემდგომში დაემატა ორი ოქმი. კონვენციები ეხება ხმელეთზე და ზღვაზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ომის დროს. დამატებითი ოქმების მიზანს კი წარმოადგენს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება. ეს ყველაფერი წარმოადგენდა პასუხს სულ უფრო მზარდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებზე, რაც დამახასითებელი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და ორი დამატებითი ოქმი, სულ ხუთ ასეულზე მეტი რაოდენობის მუხლი, დღესაც ძალაშია და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუძემდებელ დოკუმენტებს. ჰუმანიტარულ სამართალს საფუძვლად უდევს გარკვეული პრინციპები: ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ჩართულნი რაიმე საბრძოლო მოქმედებაში, უნდა მიიღონ ჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების მიმართ ქცევა უნდა იყოს ჰუმანური, დაუშვებელია მათი წამება ან ძალადობა მათ მიმართ; მათი საქმის სასამართლოში განხილვისას სასამართლომ ჩვეულებრივი საპროცესო ნორმები უნდა გამოიყენოს; საბრძოლო მოქმედებათა დროს დაუშვებელია მოწინააღმდეგისთვის ზედმეტი ზიანის მიყენება; მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იყოს სამხედრო თავდასხმის ობიექტი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით საქმეში ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო და ნახევრად სამხედრო მოქმედებები, ეს პრინციპები ფუნდამენტურია ჰუმანიტარული სამართლისათვის. ჟენევის კონვენციებში მოცემული უფლებების გარანტირების მიზნით, მათი ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ ძირითადი პრინციპების სწავლება მათი შეიარაღებული ძალების ყველა წევრისათვის. პირი, რომელიც არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, გასამართლდება სისხლის სამართლის წესით და შეიძლება სხვა სახლემწიფოსაც გადაეცეს. ტრიბუნალები, რომლებიც დაფუძნებულ იქნა რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე საბრძოლო მოქედებაში მონაწილე სამხედრო დანმაშავეთა საქმეთა განსახილველად, იყენებენ ჟენევის კონვენციების მრავალ მუხლს.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  2. კანონთა კრებული, რომელიც ძირითადად ჟენევის კონვენციებს ეფუძნება და იცავს გარკვეული კატეგორიის ადამიანებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ეხმარება დაზარალებულებს და ზღუდავს ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებს, რათა მინიმუმადე შეამციროს ნგრევა, ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა და ტანჯვა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9