1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიკამენტი

ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის სამკურნალოდ ან დაავადების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ნებისმიერ ნივთიერებას ან ნივთიერებათა ერთობლიობას, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ადამიანს სამედიცინო დიაგნოზის დასმის ან ადამიანის ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, კორექციის ან მოდიფიცირების მიზნით. ეს განსაზღვრება, კერძოდ, ითვალისწინებს ტერმინ მედიკამენტისთვის ევროპული თანამეგობრობის კანონით მინიჭებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში განსაზღვრებაში გამოყენებული ტერიმინი ,,შემცველობა” ეხება ნებისმიერ რამეს მიუხედავად წარმომავლობისა, როგორიცაა: (i) ადამიანური წარმოშობის ნივთიერებები, მაგალითად, ადამიანის სისხლი და ადამიანის სისხლის პროდუქცია; (ii) ცხოველური წარმოშობის, მაგალითად, მიკროორგანიზმები, მთლიანად ცხოველები, ორგანოთა ნაწილები, ცხოველური სეკრეცია, ტოქსინები, ექსტრაქტები, სისხლის პროდუქტები და სხვა; (iii) მცენარეული წარმოშობის, მაგალითად, მიკროორგანიზმები, მცენარეები, მცენარეთა ნაწილები, მცენარეული სეკრეცია, ექსტრაქტები და სხვა; (iv) ქიმიური წარმოშობის, მაგალითად, ელემენტები, ბუნებრივად გაჩენილი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური გარდაქმნის ან სინთეზის შედეგად მიღებული ქიმიური პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ მე-15 (5) მუხლის აკრძალვა არ ეხება არასამედიცინო ნაწარმს, როგორიცაა: შამპუნი, კოსმეტიკა და სხვა.
Source: ევროპული კონვენცია ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ; ევროპული კონვენცია მომსახურების სამართლებრივი დაცვის შესახებ, რომელიც ემყარება ან მოიცავს პირობით ხელმისაწვდომობას / [მთარგმნ. და რედ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.] - თბ. : რეგთაიმი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9