1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აზა აზე აზრ

აზროვნების ბარიერი

ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვს კარგად ესმის, თუ რას მოითხოვს მისგან მასწავლებელი და შეუძლია კიდეც ამის შესრულება, მაგრამ თითქოს არ სურს „გაგება“ და მით უმეტეს, სათანადო რეაგირება. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი პედაგოგიური ხარისხი ამ შემთხვევაში უძლურია და ზემოქმედებას ვერ ახდენს. თუმცა კი მოსწავლეს შეიძლება ძალიან კარგად ესმოდეს, თუ რა მიზანს ისახავს მასწავლებლის მცდელობა და ისიც, თუ რას მოელიან მისგან. აზროვნების ბარიერი შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც:
1 ბავშვსა და მოზრდილს სხვადასხვა აზრი აქვთ იმ მოთხოვნებზე, რომელთაც ერთი მათგანი მეორეს უყენებს. მაგალითად, მასწავლებელი მოსწავლეს კარნახს უკრძალავს, მოსწავლეს არ ესმის რატომ? ის ხომ მეგობარს ეხმარება. განა ეს ცუდია?
2. მოსწავლია მოთხოვნის ფორმა მოსწავლისათვის მიუღებელია. თუ მასწავლებალმა ერთხელ მაინც უხეშად ან დამამცირებელი ფორმით მიმართა მოსწავლეს, მას შეიძლება გაუჩნდეს აზროვნების ბარიარი, თუმცა შეიძლება ძალიან კარგადაც ესმოდეს მასწავლებლის მოთხოვნის სამართლიანობა და სისწორე. უფრო მეტიც, შემდგომში, როცა მას უკვე ნორმალურად მიმართავენ, მოსწავლემ, აზრობრივი ბარიერის წყალობით, შეიძლება ეს მოთხოვნაც დაცინვად აღიქვას და უარი თქვას მის მიღებასა და შესრულებაზე.
3. რაღაც მიზეზთა გამო მოსწავლეს არ მოსწონს მასწავლებელი, როგორც პიროვნება. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლის ნებისმიერი ძალისხმევა ფუჭია, მმოსწავლე მასწავლებლის მოთხოვნებს ყურად არ იღებს, თუმცა შესაძლოა სიამოვნებით შეესრულებინა ისინი, სხვა პედაგოგს რომ შეეთავაზებინა რამ შეიძლება გამოიწვიოს აზროვნების ბარიერის გაჩენა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?
1. როდესაც მასწავლებელი ვერ ხვდება მოსწავლის ქცევის ჭეშმარიტ მოტივებს და არასწორად რეაგირებს მის მოქმედებაზე. პედაგოგი ითვალისწინებს მხოლოდ ხილულ ფაქტებს (ანუ, იმას რაც მან საკუთარი თვალით ნახა) და არ აანალიზებს მას, ჭეშმარიტი მიზეზებისა და მოტივების ძიებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
2. როდესაც მასწავლებელი სისტემატურად იყენებს სწავლების ერთსა და იმავე ხერხებს და ზემოქმედების საშუალებებს, მოსწავლეები ეჩვევიან მათ და აღარ ესმით მათი არსი და დანიშნულება. ამგვარად, გამოყენებული მეთოდებისა და ხერხების საჭიროებაზე მასწავლებელსა და მოსწავლეს განსხვავებული აზრი უყალიბდებათ, რაც მათ შორის აზრობრივი ბარიერის გაჩენის მიზეზი ხდება
3. მოსწავლის უარყოფითი ემოციები და გაღიზიანება დაუმსახურებელი დასჯის ან მასწავლებლის უსამართლო მოქმედების შედეგია. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს მოსწავლეზე დამცირება და შეურაცხყოფა, რომელსაც მას მასწავლებელი მიაყენებს.
4. აზრობრივი ბარიერის წარმოქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს მოსწავლის ოჯახი, სოფელში, დაბაში, უბანში და ა. შ. გავრცელებული აზრი მასწავლებელზე.
Source: ბესელია ნ. მეუფარიანი თ მიქიაშვილი ლ. ჯალაღანია ი. სკოლიდან - სამოქალაქო საზოგადოებისკენ, - [მასალები ინტერაქტიული სწავლებისათვის ], - რედ. მარიამ მიქაშავიძე, - წიგნ გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის განვითარების საერთასორისო სააგენტოს მიერ,- თბ.,-2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9