1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხე ცხო

ცხელი წერტილი

შედარებით მცირე ტერიტორია (მთელი დედამიწის მასშტაბით), სადაც ბინადრობს მრავალი სხვადასხვა მცენარე და ცხოველი. ბევრი მათგანი გვხვდება მხოლოდ ამ ადგილებზე და სხვაგან არსად.ცხელი წერტილები მაღალი ენდემიზმით ხასიათდება. ასეთი ტერიტორიები გარემოში არახელსაყრელი ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. მაგალითად, მცენარეული საფარის დაზიანებამ აქ შეიძლება სახეობათა გადაშენების ჯაჭვური პროცესი გამოიწვიოს. ამ პროცესის შეჩერება ძალზე რთულია, თითქმის შეუძლებელია. ე. ი. შეიძლება ითქვას, რომ „ცხელი წერტილის“ ტერიტორია ძლიერი საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახლს წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროებს გადაუდებელ დაცვას. „ცხელი წერტილებისათის“ შემდეგი ძირითადი ნიშნებია დამახასიათებელი:
1) სახეობათა განსაკუთრებული მრავალფეროვნება;
2) მაღალი ენდემიზმი;
3) ძლიერი საფრთხე, რომელი ემუქრება მასზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.
დღეისათვის დედამიწაზე გამოყოფილია 25 ცხელი წერტილი. ისინი დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,4% შეადგენს, მაგრამ მათზე ბინადრობს დედამიწაზე არსებული ხმელეთის ხერხემლიანთა (ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების) 35% და ჩვენი პლანეტის მცენარეების 44%. საქართველო შედის ერთ-ერთ „ცხელი წერტილის“ შემადგანლობაში.
Source: აფთარი, გიურზა და სხვები. რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი,-წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, -დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია [გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე.],- ISBN 99940-716-0-2,-თბ.,-2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9