1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკოსისტემა

  1. ბუნების ნაწილია. ბუნების ნაწილი თავისი მცენარეებით, ცხოველებით, მიკროორგანიზმებით, წყლით, ნიადაგით, ქარით, წვიმით, მინერალებით... ეკოსისტემა შეიძლება მოიცავდეს ხმელეთს, წყალს, ჰაერს, ან მხოლოდ ხმელეთს ან წყალს. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი (მაგალითად, მთელი ოკეანე), ან ძალიან პატარა (მაგალითად, მცირე ტბა). ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს (მაგალითად, სიცოცხლე ხის კუნძზე ერთი ზაფხულის განმავლობაში), ზოგი ეკოსისტემა კი (მაგალითად, ტყე) რამოდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
  2. ბუნების ეკოსისტემას განმარტავენ, როგორც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ერთობლიობას გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეკოსისტემაში ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ელემენტები უმჭიდროვეს კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, ისინი კავშირშია კვებით ჯაჭვის საშუალებით: ნიადაგზე იზრდებიან მცენარეები, მათ ჭამენ გარკვეული სახის ცხოველები, რომელთაც თავის მხრივ „მიირთმევენ“ მტაცებლები, ხოლო მტაცებლებს, მათი სიკვდილის შემდეგ, „მიირთმევენ“ ლეშიჭამიები, ამ უკანასკნელთა კვდომის შემდეგ გარკვეული ბაქტერიები ერთვებიან საქმეში და იწყებენ ლეშის ხრწნას, რომელიც ისევ ნიადაგში ხვდება და მცენარეთა გაზრდისათვის ქმნის პირობას. ტერმინი ეკოსისტემა შესაძლოა ვიხმაროთ როგორც აკვარიუმის მიმართ, ასევე ისეთი ბუნებრივი ერთეულების მიმართ როგორიცაა, მაგალითად, ტყე, ტბა, და ა. შ. სადაც ცოცხალი და არაცოცხალი ელემენტები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ.
    Source: აფთარი, გიურზა და სხვები. რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი,-წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, -დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია [გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე.],- ISBN 99940-716-0-2,-თბ.,-2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9