(Agenda 21) - 1992 წელს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით შედგა საერთაშორისო შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს 178 ქვეყნის მთავრობათა, არასამთავრობო და საერაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები შეხვედრაზე მიღებული იქნა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ერთი - „რიოს დეკლარაცია გაეროსა და განვითარებისათვის“ და მეორე - „ტყეების მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ“. ამ ორი დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა მოქმედებათა გეგმა, რომელიც მიმართულია გარემოზე ადამიანის გავლენის შესამცირებლად გლობალურ, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე. ის უნდა განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ქვეყნების მთავრობების და სხვა ძირითადი ჯგუფების მიერ. ამ დოკუმენტს ეწოდა „განაწესი 21 საუკუნისათვის“ (Agenda 21). სწორედ ამ დოკუმენტით დაედო საფუძველი მსოფლიო განვითარების ახალ მიმართულებას, რომელსაც მდგრადი განვითარება ეწოდება.
Source: აფთარი, გიურზა და სხვები. რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი,-წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, -დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია [გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე.],- ISBN 99940-716-0-2,-თბ.,-2002