1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განვითარება

  1. ადამიანის შემთხვევაში, განვითარება არის ფიზიკური და ფსიქიკური ზრდა, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, წინსვლა. განვითარება ინდივიდის სოციალიზაციისა და აღზრდის შედეგია. სოციალიზიციის პროცესში ბავშვი ურთიერთობას ამყარებს გარემომცველ სამყაროსთან, ითვისებს კაცობრიობის მიღწევებს, გამოცდილებას. ამას იგი აღზრდის პროცესში მოზრდილის დახმარებით ახერხებს. განვითარების მამოძრავებელი ძალა არის მოთხოვნილებები, უფრო ზუსტად კი - შინაგანი წინააღმდეგობა ბავშვის მზარდ მოთხოვნილებებსა და მათი დაკმაყოფილების რეალურ შესაძლებლობებს შორის.
    Source: ძიძა ოჯახში: სალექციო კურსი / საქ. საზ. ჯანდაცვის და მედ. განვით. ფონდი, ფონდი "რეანიმა"; [შემდგ.: ლია სარალიძე, გიგა გელენიძე] - თბ., 2005
  2. ბიოლოგიური თავისებურებისა და გარემოს ზეგავლენით დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები ფიზიკურ, ფსიქიკურ და ქცევით სფეროში.
    Source: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9