1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალიზაცია

  1. ურთიერთობის და მოქმედების პროცესში ინდივიდის მიერ სოციალური გამოცდილების ათვისება და გამოყენება. სოციალიზაცია შეიძლება ხდებოდეს როგორც სტიქიურად, სხვადასხვა ყოფითი სიტუაციის ზეგავლენით, ისე აღზრდის პირობებში, ანუ პიროვნების მიზანმიმართული ფორმირების პირობებში. აღზრდა სოციალიზაციის წამყვანი და განმსაზღვრელი წყაროა.
    Source: ძიძა ოჯახში : სალექციო კურსი / საქ. საზ. ჯანდაცვის და მედ. განვით. ფონდი, ფონდი "რეანიმა" ; [შემდგ.: ლია სარალიძე, გიგა გელენიძე] - თბ., 2005
  2. პროცესი, რომლის გზითაც მოცემული კულტურის ღირებულებები და ნორმები თაობიდან თაობას გადაეცემა, და, რომლის საფუძველზეც ინდივიდი მოცემულ სოციალურ ჯგუფთან იდენტიფიკაციას ახდენს. პროცესს, რომლის გზითაც მოცემული კულტურის ღირებულებები და ნორმები თაობიდან თაობას გადაეცემა, და რომლის საფუძველზეც ინდივიდი მოცემულ სოციალურ ჯგუფთან იდენტიფიკაციას ახდენს, სოციალიზაცია ეწოდება.
    Source: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  3. ცხოვრების მანძილზე მიმდინარე რთული პროცესი, რომლის საშუალებითაც ინდივიდს უყალიბდება მისი კულუტურისთვის დამახასიათებელი ქცევები, სტანდარტები, ღირებულებები.
    Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9