1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თვი

თვითშეფასება

  1. ადამიანის მიერ საკუთარი უნარების, ღირებულებებისა და მნიშვნელობის შეფასება.
    Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
  2. ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, საკუთარი პიროვნული თვისებებისა თუ გარეგნობისადმი. თვითშეფასება შეიძლება იყოს სწორი (ადეკვატური), როდესაც ადამიანის აზრი საკუთარ თავზე სინამდვილეს შეესაბამება. როცა ადამიანი არაობიექტურად აფასებს საკუთარ თავს, როცა მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე არ ემთხვევა სხვების აზრს, თვითშეფასება არასწორია, ანუ არაადეკვატურია. თავის მხრივ, არაადეკვატური თვითშეფასება შეიძლება იყოს გადაჭარბებული, აღმატებული ან დაწეული, შემცირებული. ერთიც და მეორეც შემაწუხებელი და საზიანოა, ადამიანს ცხოვრებას ურთულებს და აბრკოლებს პიროვნების განვითარებას.
    Source: ბესელია ნ. მეუფარიანი თ მიქიაშვილი ლ. ჯალაღანია ი. სკოლიდან - სამოქალაქო საზოგადოებისკენ, -[მასალები ინტერაქტიული სწავლებისათვის ], - რედ. მარიამ მიქაშავიძე, - წიგნ გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის განვითარების საერთასორისო სააგენტოს მიერ,- თბ.,-2003
  3. ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომელიც პოზიტიურიდან (მაღალი თვითშეფასება) მერყეობს ნეგატიურ თვითშეფასებამდე (დაბალი თვითშეფასება).
    Source: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9