1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურული ლიბერალიზმი

მისი მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობასა და ხელშეუხებლობაზე, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა აკადემიური (ანუ სამეცნიერო-პედაგოგიური), რელიგიური თუ სექსუალური თავისუფლება. ჯონ სტიუარტ მილის სიტყვებით (მის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“) - „ერთადერთი მიზანი, რომელიც ამართლებს ერთი ადამიანის, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, ჩარევას მეორე ადამიანის ცხოვრებაში, თავდაცვაა. ცივილიზებული საზოგადოების წევრზე მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სხვისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად“. კულტურული ლიბერალიზმი გამოდის სახელმწიფოს მხრიდან ისეთ სფეროებში ჩარევის წინააღმდეგ, როგორიცაა: ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, აზარტული თამაშები, პროსტიტუცია, აბორტი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენება, ევთანაზია და სხვ.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9