1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარქსიზმ-ლენინიზმი

მარქსისტული იდეოლოგიის გამგრძელებელი იყო ლენინი (საბჭოთა კავშირის რევოლუციური ლიდერი 1917-1924). იგი რადიკალური იყო თავის მიზნებში და რევოლუციონერი - სტრატეგიაში. მის მიზანს წარმოადგენდა უკლასო კომუნისტური საზოგადოების შექმნა. ლენინი ამტკიცებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ რევოლუციური, ავანგარდული პარტიის მეშვეობით, რომლის ხელმძღვანელობა დაკომპლექტებული იქნებოდა რადიკალურად განწყობილი ინტელექტუალებით. რევოლუციის შედეგად გათავისუფლებული პროლეტარიატი შექმნიდა კავშირებს და ჩამოაყალიბებდა მუშათა კლასის პოლიტიკურ პარტითებს კაპიტალისტური სისტემის რევოლუციით განადგურების მიზნით. კაპიტალისტურ სისტემასთან ყოველგვარ თანამშრომლობას ლენინი მიუღებლად მიიჩნევდა და ამბობდა, ჯობს იგი ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთო. მუშათა გასანათლებლად, კლასობრივი შეგნების ასამაღლებლად საჭირო იყო შედარებით მცირე, მაგრამ მტკიცედ შეკრული და კარგად ორგანიზებული პარტიის შექმნა. ამ პარტიას უნდა დაენახვებინა მუშათა კლასისათვის, თუ რა შედიოდა მათ „ნამდვილ“ ინტერესებში და პროლეტარიატის სახელით მოემზადებინა რევოლუცია. მარქსიზმ-ლენინიზმი XX საუკუნის განმავლობაში მარქსიზმის ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ვარიანტი იყო. საბჭოთა კავშირში, ჩინეთში, კუბაში, ვიეტნამსა და სხვაგან მარქსისტულ-ლენინისტური მოდელი, შეცვლილი იოსებ სტალინის, მაო ძე დუნისა და სხვათა მიერ, როგორც იდეოლოგია, ემსახურებოდა სრული ძალაუფლების მქონე პარტიის „კანონიერების“ განმტკიცებას, ცენტრალიზებულ ხელისუფლებას და გეგმიურ ეკონომიკას, რომელსაც პარტიული ბიუროკრატია მართავდა. ამ იდეოლოგიას XX საუკუნის 80-90-იან წლებში ამ ქვეყნებშივე მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და კრახი განიცადა.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9