1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომუნიკაცია

  1. ფიქრების, გრძნობების და ფაქტების ზეპირმეტყველებაში და წერილობითი ფორმით გამოხატვა (მოსმენა, ლაპარაკ, კითხვა და წერა) და ურთიერთობა ლინგვისტიკურად სოციალური და კულტურული კონტექსტების სრული დიაპაზონის შესაბამისი ფორმით – განათლება და წვრთნა, სამსახური, სახლი და თავისუფალი დრო.
    Source: საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის : ევროპული ჩარჩო ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციები / [ინგლ. თარგმნეს: თეა გულუამ (რედ.) და შორენა ჭოხონელიძემ] ; ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) - თბ. : სიესტა, 2006
  2. ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის შეტყობინების გადაცემა.ამ სიტყვებს აზრს ჩვენი სხეულის ენა და ხმის ტონი ანიჭებს. სიტყვებით ინფორმაციის შინაარსს გადმოვცემთ, ხოლო სხეულით, მოძრაობით, ინტონაციით – ამ შინაარსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებებსა და შეფასებას.
    Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №13,-თბ,- 2010
  3. ინფორმაციის გადაცემა ადამიანების ურთიერთქმედების პროცესში საკუთარი მოთხოვნილებების, მოსაზრებებისა და გრძნობების შესახებ.
    Source: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
  4. ინფორმაციის გაცვლის პროცესი ორ და მეტ ადამიანებს (მხარეებს) შორის, მართვის სუბიექტსა და ობიექტს შორის.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9