1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაწესებული ეკლესიები

ტერმინი “დაწესებული ეკლესია” საკმაოდ ბუნდოვანია და რეალურად შეიძლება მოიცვას სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესაძლო კონფიგურაციათა ფართო სპექტრი. დაწესებული ეკლესიის უკიდურეს მოდელს, რომელიც თეოკრატიული მმართველობის წესთან მჭიდრო კავშირით ხასიათდება, წარმოადგენს ისეთი რეჟიმი, სადაც მას მინიჭებული აქვს სრული, მკაცრი იძულებით უზრუნველყოფილი მონოპოლია რელიგიურ საქმეებში. იტალია და ესპანეთი თავიანთი ისტორიის განსაზღვრულ ეტაპებზე სწორედ ასეთი მოდელის კლასიკურ მაგალითებს წარმოადგენდნენ. დაწესებული რელიგიის შემდეგი მოდელია ისეთი რეჟიმი, რომელიც შემწყნარებლურია განსხვავებული მრწამსების შეზღუდული ერთობლიობისადმი, მაგალითად, ისლამური ქვეყანა, რომელიც ტოლერანტულია ბიბლიური ერების და არავითარ შემთხვევაში სხვების მიმართ. სხვა მოდელი შესაძლოა იყოს დაწესებული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც შემწყნარებლობას იჩენს რამდენიმე ძირითადი მრწამსისადმი, მაგრამ გმობს სხვებს. შემდეგი მოდელია ისეთი ქვეყანა, სადაც შენარჩუნებულია დაწესებული ეკლესია, მაგრამ უზრუნველყოფილია თანაბარი მოპყრობა ყველა რელიგიური მრწამსისადმი. დიდი ბრიტანეთი ამ მოდელის შესაფერისი მაგალითია.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9