1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის – ევროპული ჩარჩო

საკვანძო კომპეტენციები წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ აუცილებელ გადაცემად მრავალფუნქციონალურ პაკეტს ყველა ინდივიდის პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისათვის, ისევე როგორც სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისათვის. ეს კომპეტენციები უნდა განვითარდეს სავალდებულო სასკოლო განათლების ან წვრთნის მიღების შემდგომ და, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ნაწილი, უნდა იქცეს შემდგომი განათლების ფუნდამენტად.ეს განმარტება ხაზს უსვამს, რომ კომპეტენცია უნდა იყოს გადაცემადი და მაშასადამე, შესაძლოა მოერგოს ბევრ სიტუაციასა და კონტექსტს. ის ასევე უნდა იყოს მრავალფუქნციური სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტად და მთავარი ამოცანის შესასრულებლად. საკვანძო კომპეტენციები აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი მიღწევებისათვის ცხოვრებაში, სამსახურსა და შემდგომ განათლებაში.
Source: საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის: ევროპული ჩარჩო ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციები / [ინგლ. თარგმნეს: თეა გულუამ (რედ.) და შორენა ჭოხონელიძემ] ; ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) - თბ. : სიესტა, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9