1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დებატები

  1. აგებულია მონაწილეთა წინასწარ დაგეგმილ გამოსვლებზე. წარმომადგენლები ირჩევიან ჯგუფიდან. კამათის დროს მონაწილეობს ჯგუფის თითო წარმომადგენელი რიგრიგობით.
    Source: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000,

  2. აუცილებელი დებატებსა და დიალოგს შორის განსხვავებების კარგად გააზრება. როდესაც ორი ადამიანი დაობს, ისინი იყენებენ დებატების ან დიალოგის ფორმას. დებატები ჩვეულებრივ მთავრდება გამარჯვებულის ან დამარცხებულის გამოვლენით, ხოლო დიალოგი ემსახურება სწორი გადაწყვეტილების პოვნას. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული რჩება.
    Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004,

  3. აზრთა გაცვლა ფრაქციებს შორის, რომლებსაც საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ. მისი მიზანია საერთო პოზიციის გამონახვა.
    Source: კვიცარიძე მარინა. დამხმარე სახელმძღვანელო დამწყები ტრენერებისათვის,-[რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე რეცენზენტი: ნათელა იმედაძე ტექნიკური რედაქტორი: ნინო ბურდული კომპიუტერული დიზაინი: ირაკლი ხუციშვილი გიგა წიბახაშვილი],- გამომცემლობა შ. პ. ს. ,,სიესტა“,-თბ.,-2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9