განათლების სახე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში დასაქმებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება; პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა – სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე.
Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"