მათ მიეკუთვნება საკომუნიკაციო უნარები, ანუ ურთიერთობა გარემომცველ სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან. ეს ნიშნავს სხვის მოსმენას, გარედან ინფორმაციის აღქმას და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უნარს; სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა ადამიანებთან ადექვატურად ქცევის უნარს (ოჯახურ ურთიერთობებსა და სამუშაო ადგილზე, ხელქვეითებთან, კოლეგებთან, მაღალი რანგის პირებთან).
Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"