1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დედაქალაქი

სახელმწიფოს მთავარი ქალაქი, ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა, მართვის განსაკუთრებული სისტემა და რეჟიმი. როგორც წესი, დედაქალაქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. საქართველოს დედაქალაქი - თბილისი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია. თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და საფინანსოეკონომიკურ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ,,.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9