1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აღდ აღზ აღი აღკ აღმ აღო აღს აღწ

აღმოსავლეთ-დასავლეთის ქვესისტემა

ამ ქვესისტემას დამოუკიდებლობის ქვესისტემასაც უწოდებენ. მასში მოიაზრება სოციალისტური ქვეყნები და დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოები, დასავლეთის საბაზრო ეკონომიკა და სოციალისტური ქვეყნების გეგმიური ეკონომიკა. ცივი ომის პერიოდში ისინი იზოლირებული იყვნენ ერთმანეთისგან და მათ შორის კავშირები ნაკლებად იყო. მათ შექმნეს თავიანთი ეკონომიკური ინსტიტუტები. აღმოსავლეთი არ მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და გატში. აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ვაჭრობა უმნიშვნელო იყო და არ ხდებოდა კაპიტალისა თუ ინვესტიციების ბრუნვა. დღეისათვის ეს ქვესისტემა ირღვევა და იგი ფაქტიურად აღარ არსებობს.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9