1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ახა ახლ ახუ ახწ

ახალი ინდუსტრიული ქვეყნები

მათ ,,აზიურ ვეფხვებსაც” უწოდებენ. ეს სახელმწიფოებია: ტაივანი, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური, ჰონკონგი და ინდონეზია (გარკვეული მოსაზრებებით ლათინურამერიკული სახელმწიფოები ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა და ჩილეც მიეკუთვნებიან ახალი ინდუსტრიული ქვეყნების სიას). ეს სახელმწიფოები მეოცე საუკუნის მოვლენაა. ისინი საოცრად სწრაფი ტემპით განვითარდნენ და გარკვეული წონა მოიპოვეს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. მათი განვითარების საწინდარი იყო ინდუსტრიული დარგების ამუშავება და სამრეწველო საქონლის ექსპორტის დაწყება. თუმცა ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც განავითარეს ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა. მათ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს მეცნიერებატევად დარგებში, ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში, რობოტმშენებლობაში და სხვ. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით ეს ქვეყნები ქმნიდნენ და ქმნიან საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. უმეტესად ისინი იქმნება ნავსადგურებთან და აეროპორტებთან ახლოს და იქ ყველა შესაძლო პირობაა შექმნილი სწრაფი და მაქსიმალურად იაფი წარმოებისათვის (შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, გაფიცვების აკრძალვა, სხვ.).
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9